4/2/09

კოსმეტიკა


იმისათვის, რომ გამოიყურებოდნენ ლამაზად, ქალების უმრავლესობა ხმარობს კოსმეტიკას, თუმცა ხშირად მათ ავიწყდებათ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ეს ყოველივე არც თუ იშვიათად ზიანის მომტანია ჯანმრთელობისათვის.
1 წლის განმავლობაში, ქალის ორგანიზმში გროვდება 2,5კგ კოსმეტიკა, კრემები, სკრაბები, ლოსიონები, თვალის შუქჩრდილები, პომადები, ფერუმარილი და სხვა კოსმეტიკური საშუალებები ყოველდღიურად შეიწოვება კანში და მას სერიოზულ ზიანს აყენებს.
იმისათვის, რომ რაც შეიძლება ლამაზად გამოიყურებოდეს, ზოგიერთი ქალი ყოველდღიურად მოიხმარს 20-ზე მეტი სახეობის კოსმეტიკურ საშუალებას. ბევრი არც კი აქცევს ყურადღებას მათზე მითითებულ ვარგისიანობის ვადას. ამიტომაც, 10-დან 9 ქალი რეგულარულად სარგებლობს ვადაგასული კოსმეტიკით. ერთი შეხედვით, უსაფრთხო ქილები და ტუბები შესაძლოა შეიცავდნენ კანში ინფექციის შეყვანის და მისი გაღიზიანების სერიოზულ საფრთხეს.
თვალის ტუშის ვადა საშუალოდ 3-თვიდან 1,5 წლამდეა. როგორც კი სითხე დაიწყებს გამყარებას, უმჯობესია ის აღარ გამოვიყენოთ. თხევადი ტონალური კრემი “ცოცხლობს” უფრო დიდხანს – 1 წელი. შუქჩრდილებისა და მშრალი ფერუმარილის გამოყენების ვადა შეადგენს 2-3 წელს იმ პირობით, თუ ფუნჯს, რომლის მეშვეობითაც ხდება მათი სახეზე დატანა, რეგულარულად გავწმენდთ ან ახლით შევცვლით. რაც შეეხება პომადებს, მათი გამოყენება თამამად შეიძლება 1-1,5 წლის განმავლობაში.
მეცნიერები მთავარ საფრთხეს ხედავენ კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობაში შემავალ, ზოგიერთ ხელოვნურ კომპონენტებში, რომლებმაც, ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, შესაძლოა პროვოცირება გაუკეთონ ონკოლოგიური დაავადებების განვითარებასაც კი.
კანის მიერ სხვადასხვა ნივთიერებების შეწოვამ შესაძლოა გაცილებით დიდი პრობლემების გაჩენა გამოიწვიოს, ვიდრე პირის ღრუში მოხვედრამ. თუ ტუჩის პომადას “უმკლავდებიან” ნერწყვსა და კუჭში არსებული ფერმენტები, ნაოჭების საწინააღმდეგო კრემებში შემავალი ქიმიური ინგრედიენტები შეიწოვება კანის მიერ და პირდაპირ სისხლში ხვდება.
არანაკლები ზიანი მოაქვს ძილის წინ სახის დაბანის გარეშე დაწოლის მავნე ჩვევასაც. ამ დროს კოსმეტიკა ახშობს კანში არსებულ ფორებს, ეს კი ხელს უშლის კანის უჯრედებისა და ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებას და შესაბამისად, არ აძლევს კანს სუნთქვის საშუალებას. ყოველივე ამას მოყვება მუწუკების წარმოქმნა, აგრეთვე შეშუპება, სახის კანის არასასურველი ფერი და ანთებაც კი. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაიძინებს სახის ჩამობანის გარეშე, ტუში შესაძლოა მოხვდეს თვალის ლორწოვან გარსში და განვითარდეს სერიოზული ინფექცია.
ექიმები განსაკუთრებით ურჩევენ ქალებს სიფრთხილის გამოჩენას ნატურალური კოსმეტიკის მიმართ, ვინაიდან, ისინი არ შეიცავენ კონსერვანტებს და ამის გამო მალფუჭებადი არიან. კანის გაღიზიანების პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე ქალებმა უნდა შეწყვიტონ მათი გამოყენება, აცხადებენ მეცნიერები.


კოსმეტიკა და ალერგია

ყველა ქალს, რომელიც იყენებს კოსმეტიკურ საშუალებებს, სურს ხაზი გაუსვას საკუთარ სილამაზეს და სულაც არ მოელის შედეგად დაწითლებულ თვალებს, შეშუპებულ ტუჩებსა და ქუთუთოებს, სხეულზე ლაქოვან გამონაყარს და ქავილს, მაგრამ ალერგიული რეაქციებისაგან დაზღვეული არავინ არ არის. მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანები, რომლებიც მიდრეკილნი არიან ალერგიისადმი, შედიან რისკის ჯგუფში, ხოლო სხვებს, რომლებსაც ადრე არ აღენიშნებოდათ ალერგია, შეიძლება განუვითარდეთ ალერგია კოსმეტიკური საშუალებების შემადგენელი ამა თუ იმ კომპონენტის აუტანლობის შემთხვევაში - ყველაზე ხშირად ეს არის კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობაში მყოფი კონსერვანტები, საღებავები და სურნელოვანი ნივთიერებები.

კონსერვანტები
რაც უფრო დიდია კოსმეტიკის შენახვის ვადა, მით უფრო მეტ კონსერვანტებს - პარაბენებსა და ფორმალდეჰიდებს შეიცავს ის. ნაკლები შესანახი ვადის მქონე კოსმეტიკური საშუალებები შეიძლება შეიცავდეს ნატურალურ კონსერვანტებს, როგორიცაა ასკორბინის მჟავა და ფუტკრის ცვილი, თუმცა თუკი თაფლზე გაქვთ ალერგია, ასეთ კოსმეტიკაზე უარის თქმა მოგიწევთ.

სურნელოვანი ნივთიერებები
რაც უფრო მძაფრი სურნელი აქვს კოსმეტიკას, მით უფრო მეტ არომატიზატორებს შეიცავს ის. ზოგჯერ ისინი საწყისი ნედლეულის არასასიამოვნო სუნის დასაფარად გამოიყენება, არცთუ იშვიათად კი - მყიდველის მოსაზიდად. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ნატურალური არომატიზატორები ხელოვნურზე მეტად საშიშია. საქმე იმაშია, რომ ნატურალური ეთერზეთები ძალზე ადვილად იწვევენ ალერგიულ რეაქციებს, ეს განსდაკუთრებით ეხება ბერგამოტისა და ციტრუსოვან ზეთებს.

საღებავები
ტუჩის საცხში არსებული ანილინის საღებავები, თვალის ფანქარსა და ტუშის შემადგენლობაში მყოფი მძიმე მეტალების (ქრომის, ნიკელის, ვერცხლის) მარილები მეტად ალერგიულია, ამავე დროს ისინი შეხებაშია ლორწოვანთან, შესაბამისად ალერგენი საკმაოდ ადვილად ხვდება ორგანიზმში. რაც უფრო მდგრადი ფერი აქვს კოსმეტიკურ პროდუქტს, მით მეტი საღებავია მასში, ამიტომაც მკვეთრი ლურჯი ფერის თმის გელის ან მდგრადი წყალგამძლე ტუშის შერჩევისას კარგად დაფიქრდით და წინასწარ მოახდინეთ ტესტირება.


სხვა...
სამწუხაროდ, ალერგია შეიძლება გამოიწვიოს საკმაოდ ძვირადღირებულმა პროდუქტმაც, ვინაიდან ნატურალური ინგრედიენტები არ არიან მოკლებული ალერგიზაციის უნარს. სანამ შეიძენდეთ, კარგად გაეცანით მის შემადგენლობას. მაგ. თუკი გაქვთ ალერგია ცხვრის ბეწვზე, არ შეიძინოთ ლანოლინის შემცველი ტუჩის საცხი და სახის კრემი. თუკი გაქვთ კვებითი ალერგია მარწყვზე და თაფლზე, არ დაუმატოთ ისინი სახლში დამზადებულ მკვებავ ნიღაბს. ყველაზე მძლავრი ბუნებრივი ალერგენებია: ციტრუსები, ანანასი, შოკოლადი, ნესვი, მარწყვი, თაფლი.
წარწერა ”ჰიპოალერგიული კოსმეტიკა” - არ შეესაბამება ჭეშმარიტებას და მხოლოდ სარეკლამო ნაბიჯია. თუმცა სხვებთან შედარებით, ისინი მართლაც შედარებით ნაკლები რაოდენობით ალერგენებს შეიცავენ, შესაბამისად ნაკლებია მათი შენახვის ვადაც, სუნიც შეიძლება არცთუ ისე სასიამოვნო იყოს.
გარდა ახალი კოსმეტიკური საშუალებებისა, ალერგია შეიძლება გამოიწვიოს წლობით გამოცდილმა კოსმეტიკურმა ხაზმაც. ამის მიზეზი შეიძლება იყოს:
• გასულია შენახვის ვადა ან მისი ნახევარი მაინც - გახსნის შემდეგ ხდება ნაწარმის ჰაერთან და ბაქტერიებთან კონტაქტი, შესაბამისად მისი შემადგენლობა იცვლება. ალერგიულმა ადამიანებმა კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებისაგან თავი უნდა შეიკავონ ვადის ნახევრის გასვლის შემდეგ.
• თუ არ არის დაცული შენახვისა და მოხმარების პირობები - მაგ. თუ ნაწარმი ინახება თბილ ადგილას ან ნიღაბს სახეზე წინასწარ მითითებულ დროზე მეტ ხანს გაიჩერებთ, ალერგიული რეაქციის შემთხვევაში მწარმოებელი დამნაშავე არ არის;
• ფოტოსენსიბილიზაცია - კოსმეტიკის შემადგენელი ნივთიერებები ზოგჯერ რეაგირებენ ულტრაიისფერი სხივებზე, ამიტომაც ზამთრიდან ზაფხულისაკენ სასურველია თქვენი კოსმეტიკა თანდათანობით გამოცვალოთ;
• ეფექტების ზედდება - ზოგიერთი ნივთიერების მიღების (ანტიბიოტიკები ან იმუნოდეპრესანტები), ქიმიური პილინგის, ლაზერული ან ფოტოეპილაციის ჩატარების შემდეგ, ასევე იმუნიტეტის ზოგადი დაქვეითების შემთხვევაში შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს იმ ნივთიერებებმაც, რომლებსაც ადრე ასეთი მოქმედება არ ახასიათებდათ.


კოსმეტოლოგის 10 რჩევა ალერგიულ ადამიანებს

1. დაუტოვეთ პროფესიონალური კოსმეტიკა პროფესიონალებს. მათში შემავალი ნივთიერებები ბევრად უფრო აგრესიული და აქტიურია, ამიტომაც მათი გამოყენება შეიძლება მხოლოდ სპეცილისტის მეთვალყურეობით და ისიც იშვიათად;
2. მაღალი კონცენტრაციის გამო, თავი შეიკავეთ ზედმეტად მკაფიო ფერის და მძაფრი სუნის, ასევე მდგრადი კოსმეტიკური საშუალებების ხმარებისაგან;
3. არ შეიძინოთ წინასწარი ტესტირების გარეშე ახალი კოსმეტიკური ხაზის პროდუქცია. ამისათვის ტანის მოსავლელი კოსმეტიკური საშუალება წაისვით იდაყვის სახსრის ნაკეცში, ხოლო სახისა - ყურის უკან. სამწუხაროდ ტუჩის საცხისა და თვალის ტუშისათვის ეს არ გამოდგება, ამიტომაც უმჯობესია, თავიდან მხოლოდ მათი მცირე ზომის (საცდელი) ვარიანტი შეიძინოთ.
4. ნუ გამოიყენებთ ვადაგასულ პროდუქციას. ასევე დაუნანებლად დაემშვიდობეთ იმ ვადიან პროდუქტს, რომელსაც შეცვლილი აქვს ფერი ან სუნი ან კონსისტენცია.
5. ნუ ამოიღებთ კრემს ქილიდან ხელით, უმჯობესია ერთჯერადი ბამბის ტამპონით ისარგებლოთ;
6. შეეცადეთ, ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი ფირმის კოსმეტიკა იხმაროთ. სხვადასხვა შემადგენელი ქიმიური ნივთიერებების შერევას შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგი მოყვეს;
7. ეცადეთ, არ იხმაროთ სპირტის მაღალი შემცველობის მქონე საშუალებები. ისინი იწვევენ სახის გამოშრობას, გაღიზიანებას და აადვილებენ ალერგენების ორგანიზმში შეღწევას;
8. ზოგიერთ სუნამოს შეუძლია ფოტომგრძნობელობის მომატება, ამიტომაც არ არის სასურველი სუნამოს ხმარება ზღვის სანაპიროზე ან სოლარიუმში გარუჯვის წინ;
9. სხეულის მოსავლელად გათვალისწინებული კოსმეტიკის სახეზე ხმარება, მით უმეტეს ქუთუთოს შიდა კიდეზე წასმა, დაუშვებელია. წამწამების შეღებვისას უმჯობესია, არ შეეხოთ წამწამის ძირს და შეღებოთ მხოლოდ მისი 2/3;
10. დაკვირვებით წაიკითხეთ ეტიკეტები: მაგ. მარცვლეულზე ალერგიის შემთხვევაში არ შეიძლება სახამებლის შემცველი პუდრის ან იმ კრემის ხმარება, რომელიც შეიცავს ჯეჯილისაგან გამონაწვლილს, ასევე ნიკელზე ალერგიის დროს იმ ფრჩხილის ლაქის ხმარება, რომლის ბოთლშიც მოთავსებულია ლაქის ასარევი ბურთულა.
და, რაც მთავარია, თუკი მაინც დაგემართათ ალერგია კოსმეტიკურ საშუალებაზე, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, და არა გამყიდველ-კონსულტანტს. თუკი თქვენ ალერგია გემართებათ კოსმეტიკური პროდუციის უმრავლესობაზე, მაშინ მაღაზიაზე ადრე იმუნოლოგ-ალერგოლოგის კაბინეტს უნდა ესტუმროთ, ვინაიდან პრობლემა თქვენშია და არა კოსმეტიკაში.

კოსმეტიკის ბოროტად გამოყენება

დღევანდელი კოსმეტიკური ფირმების უმრავლესობა მოქმედებს ერთი პრინციპით: იყოს თქვენი კანი მომხიბვლელი ერთი ,,დღევანდელი'' დღით. ამას კი შემდეგნაირად აღწევენ;
სინოტივის ჩაბეჭდვა კანში. კანის ზედაპირზე სინოტივის შესანარჩუნებლად ყველა არსებულ კრემში გემოყენებულია მძიმე ნახშირწყლები-ნავთობის მრეწველობის ნარჩენები, მინერელური ზეთები,პროპილენგლიკოლი. ეს ყველაფერი დროებით ეფექტს იძლევა, სამაგიეროდ ზიანდება და ავადდება კანი.
კანის დაცვა მექანიკური ზემოქმედებისაგან კრემების მეშვეობით!
კანის გაწმენდა მკვდარი უჯრედების შრეებისგან და და დაბინძურებისგან, მექანიკური ან ქიმიური საშუალებებით. ჩვეულებრივ ამისთვის გამოიყენება საფხეკები (სკრაბები), ანუ აბრაზიული პრეპარატები რომლებიც შეიცავენ დაქუცმაცებულ კაკლის ნაჭუჭს ან ნიჟარებს.ისინი მართლაც ფხეკენ კანის ეპიდერმისს და დროებით ასწორებენ ფოროვანი კანის ზედაპირს. არის მეორე სახის პრეპარატი ,, პილინგი',' სადაც მკვდაი უჯრედების და ჭუჭყის მოსაცილებლად გამოყენებულია ქიმიური მეთოდები-ძლიერ მოქმედი ლიმონის ტიპის მჟავები, ამასთან იგი რეკლამირებულია როგორც ,,ნატურალური ხილის'' და ა.შ
კანის დაბერების რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათ შორის თავისუფალი რადიკალები, რომლებიც არღვევენ უჯრედების გენეტიკურ აპარატს; (კანცეროგენული ფაქტორების გარდა მზის გამოსხივება შლის ცილებს-კოლაგენს და ელასტინს), შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობა,რომლის გარეშეც კანი რეგენერაციიც უნარს კარგავს.


რჩევა
თუ მაინცდამაინც მინერალ ოილიან ან პროპილენგლიკოლიან კრემს ხმარობთ ან ასევე პომადების და ლაინერების, წენების ქვეშ წაისვით ბარიერი მთელ სახეზე, რომ დაიცვათ კანი ამ ნავთობპროდუქტებისგან. პომადაში შედის 25 კანცეროგენი და რამდენი პომადა იჭმევა დღეში ყველამ თვითონ განსაზღვროს! მაგალითდ თვალის ცისფერი წენი იმდენად ქიმიურია რომ 15 წელი მზეზე რომ იდოს არაფერი მოუვა და 15 წუთში კი თვალიდან სისხლში გადადის!რაც შეეხება იღლიის დეზადორანტებს ისინი შეიცავენ ალბუმინს , რომელიც აკავებს სითხეს. როგორც ვიცით ტოქსინები გამოიყოფა ოფლის სახით ჩვენ კი არ ვაძლევთ გარეთ გამოსვლის საშუალებას და უკან შებრუნებული ტოქსინი სამჯერ ტოქსიურია და სად გროვდება? იქვე ახლოს ანუ მკერდის ჯირკვლებში, ასე რომ ... ნიუვისს ააქვს საშუალება რომელიც ოფლს არ აკავებს მარა სუნს აქრობს, თუ არადა დეზადორანტების მაგივრად გირჩევთ სახლის სოდა იხმაროთ, ტანსაცმელსაც არ აფუჭებს!

დეზოდორანტებისა და ანტიპერსპირანტების წარმოშობა

აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებობდა გათხოვებისთვის საცოლეების მომზადების მრავალი ხერხი: მთელი წლის განმავლობაში ქალიშვილს კანში უზილავდნენ არომატულ ზეთებს და ამით თავიდან იცილებდნენ არასასიამოვნო სუნის გავრცელებას. ძველი ბერძნები და რომაელები _ ამასთან, მიაქციეთ ყურადღება, მამაკაცები_იღლიაში იდებდნენ პატარა ტომრებს არომატული ბალახებით. ეს ბალახები, რა თქმა უნდა, მიზეზს ვერ აღმოფხვრიდნენ, მხოლოდ არასასიამოვნო სუნს ფარავდნენ.
მაგრამ ამ სუნის წყაროს სრულიად არ წარმოადგენს ოფლი. გამოყოფის მომენტში ჯანმრთელი ადამიანის ოფლს არავითარი სუნი არა აქვს. უსიამოვნებები მაშინ იწყება, როდესაც საოფლე ჯირკვლების მიერ გამოყოფილ სეკრეტს, რომელიც 85% წყლისა და 15% ცილებისა და ცხიმებისაგან შედგება, ესევიან კანზე მობინადრე ბაქტერიები. ბაქტერიები შთანთქავენ ოფლში შემავალ საკვებ ნივთიერებებს, რის შემდეგაც გამოყოფენ თავიანთი ცხოველმყოფელობის პროდუქტებს, იზრდებიან და კვდებიან. სწორედ ამ პროცესებს ახლავს თან არასასიამოვნო სუნის გაჩენა. ხოლო იმდენად, რამდენადაც სხვადასხვა ადამიანებს განსხვავებული მიკროფლორა გააჩნიათ, სუნის ინტენსივობაც განსხვავებულია. შესაბამისად მათთან ბრძოლის ორი გზა არსებობს: ან არ მივცეთ ბაქტერიებს საკვები_ავიცილოთ ოფლის გამოყოფა, ან გავანადგუროთ თვით ბაქტერიები. ბაქტერიებთან ბრძოლის პირველ საშუალებას (პირველ დეზოდორანტს), თუ არ ჩავთვლით წყალსა და საპონს, სოდა წარმოადგენდა_ ის ბაქტერიების სიცოცხლისთვის აუცილებელი მჟავე არის ნეიტრალიზებას ახდენდა. მოგვიანებით ალუმინის მარილის შემცველი პასტის გამოყენება დაიწყეს, რომლებითაც ფარავდნენ საოფლე ჯირკვლებს, ხოლო ხელის გულებსა და ტერფებს ჭიანჭველის მჟავის ხსნარით ან მუხის ქერქის ნახარშით ამუშავებდნენ, რაც ხელს უწყობდა საოფლე ჯირკვლების შემოჭერას. სწორედ მუხის ნახარში იქცა ყველაზე პირველ ანტიპერსპირანტად.
XIX საუკუნის ბოლოს აშშ-ში გაჩნდა თანამედროვე დეზოდორანტების წინაპარი, ხოლო კიდევ ოციოდე წლის შემდეგ პარფიუმერებმა მოიფიქრეს რთული კომპლექსების გაკეთება, რომლებიც არა მხოლოდ დაფარავდნენ ოფლის სუნს, არამედ ამავდროულად ოფლის გამოყოფასაც შეაკავებდნენ.

ჩვენდაგასაკვირად, დეზოდორანტების და ანტიპერსპირანტების თანმიმდევრული მწარმოებელი გახდა დღესაც კარგად ცნობილი ამერიკული კომპანია ARRID-ი. პირველი დეზოდორანტი კრემის (ARRID® Cream) და ბურთულებიანი აპლიკატორის (ARRID® Roll-On) სახით ამ ფირმამ 1930 წელს გამოუშვა. მაშინ რეკლამა იუწყებოდა: `ეს ჩვენი პირველი პროდუქციაა, რომელიც იღლიაში სუნს აქრობს~. ხუთი წლის შემდეგ, 1935 წელს გაჩნდა პირველი ანტიპერსპირანტი (ARRID® Antiperspirant), მას უფრო აღმაფრთოვანებელი რეკლამა ახლდა თან: "ახლა უკვე ხალხს იღლიის სისველისაგან დამცავი საშუალებაც გააჩნია!".

პირველ კომპანიად კი, რომელმაც შეიმუშავა და გამოუშვა დეზოდორანტ-ანტიპერსპირანტი აეროზოლის საფუთავში, Chase Products Co. იქცა, მაგრამ ეს უკვე 1940-იანი წლების ბოლოს, თუმცა პირველი აეროზოლის ბალონები, მართალია სხვა შიგთავსით, ჩჰასე-მა ჯერ კიდევ 1927 წელს გამოუშვა.

ანტიპერსპირანტების ძირითად კომპონენტად თავიდან იყენებდნენ თუთიის ოქსიდს, შემდეგ კი ალუმინის ქლორიდს, ალუმინის სულფატს, ალუმინის ქლორჰიდრატს, ალუმინ-ცირკონულ ტრიქლორ-ჰიდრატ გლიცინს და სხვას. დღეს კი ეს ყველაზე ხშირად ალუმინის ქლორიდის ჰექსაჰიდრატია. 10-15%-ანი კონცენტრაციით ის გამოიყენება იღლიის მომატებული ოფლიანობის დროს.
ხელის გულებისა და ტერფების ჭარბი ოფლიანობისას უფრო ქმედითია მაღალი - 20-40% კონცენტრაციები, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ორგანიზმზე ყოველგვარმა ძალადობამ შეიძლება გამოიწვიოს უსიმოვნებები. ასე, ოფლის გამოყოფის ძალდატანებულმა შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის თერმორეგულაციის დარღვევა, ქსოვილების ლოკალური შეშუპება, ალეგიული რეაქცია, აგრეთვე მოახდინოს ოფლის გამოყოფის ალტერნატიული გზების აქტივიზირება (წყალი ხვრელს იპოვის)- ზურგზე, მკერდზე, ხელებზე ან სადმე სხვაგან.